понедельник, 13 октября 2014 г.

„ლეონარდო და ვინჩი“

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც 2014-2015 სასწავლო წელს არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე და 2015 წლის პირველი მაისისათვის არ შესრულებია 20 წელი. კონკურსში განაცხადების შემოტანა შეიძლება ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს. 

понедельник, 6 октября 2014 г.

„ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონი იწყება!

11 ოქტომბერს  „ტვინების ბრძოლის“ პირველი უფასო თამაში გაიმართება! ეს იქნება ერთგვარი ვარჯიში, ძალების მოსასინჯი თამაში შემოდგომის ლიგის დაწყებამდე.  ლიგა კი სტარტს 18 ოქტომბერს აიღებს. შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეს მე-7დან მე-12 კლასის ჩათვლით. თამაშები საქართველოს 6 უდიდეს ქალაქში ჩატარდება: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა  და გორში.  ხუთი მოსწავლით დაკომპლექტებული გუნდები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდებიან.

თამაშის ერთ-ერთი საინტერესო მიგნება არის წინასწარ დაანონსებული წიგნი.გაზაფხულის სეზონზე ამ წესმა დიდი სტიმული მისცა  მოსწავლეებს, წაეკითხათ საინტერესო წიგნები, რომელიც ყოველი თამაშის წინ  10 დღით ადრე ხდებოდა ცნობილი. 11 ოქტომბრის თამაშის დაანონსებული წიგნი არის ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა"! მოსწავლეები, რომლებიც თამაშამდე წაიკითხავენ ამ ნაწარმოებს, შესაბამის კითხვებზე სწორი პასუხის გაცემას უპრობლემოდ შეძლებენ. 

რეგისტრაცია „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობისათვის უკვე დაწყებულია. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.brains.ge .

შეგახსენებთ, რომ „ტვინების ბრძოლა“ უკვე მეორედ ტარდება. პირველად ის 2014 წლის გაზაფხულის სეზონზე ჩატარდა.




ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი „ეგო-არტი“ 2014

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი გამოუქვეყნებელი (ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში) ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).

პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის
ლიტერატურული პრემია
„ამირანი“




воскресенье, 5 октября 2014 г.

მასწავლებლების საყურადღებოდ

თხოვთ შეხვიდეთ სკოლის ბლოგზე  WWW.skola20.blogspot.com  და შეავსოთ მასწავლებელთა დემოგრაფიული მონაცემები.
შევსების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი

წინასწარ მადლობა თანამშრომლობისათვის 

пятница, 3 октября 2014 г.

ევერესტი

დაიწყო რეგისტრაცია ევერესტის ოლიმპიადაზე მასწავლებლებმა გთხოვთ მიაწოდეთ საინფორმაციო მენეჯერს ინფორმაცია მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ თქვენს სკოლაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სკოლაში არ ხდება რეგისტრაცია შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურად. ამისათვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე infoeveresti@gmail.com   მონაწილეობის მსურველის ქალაქი (რაიონი), სახელი, გვარი, სკოლა, კლასი.
რეგისტრაციის ღირებულებაა 2 ლარი, მეორე ტური – 10 ლარი,
ფინალი – უფასოა.
დაწვრილებითი ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე www.everest.ge