понедельник, 6 октября 2014 г.

პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის
ლიტერატურული პრემია
„ამირანი“




იხილეთ დაწვრილებით

პროექტი გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებისათვის, რომლებმაც საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები შემდეგ ნომინაციებში:
 საუკეთესო პოეტური ნაწარმოები
 საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, ესსე
 საუკეთესო თარგმანი
 შენიშვნა: აუცილებელია თარგმანს თან ერთვოდეს დედანი (ორიგინალი ნაწარმოების სკანირებული ვერსია ან ასლი, ან მითითებული იქნას მისი ელექტრონული მისამართი ვებ-სივრცეში, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში (პოეზია, პროზა, თარგმანი) გამოვლინდებიან 2
ასაკობრივ ჯგუფში:
I ასაკობრივი ჯგუფი - VII-VIII-IX კლასები
I, II, III ადგილები - ფასიანი საჩუქრები
II ასაკობრივი ჯგუფი - X-XI-XII კლასები
I ადგილი – 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
ფინალისტებისა და, ასევე, სხვა საუკეთესო ნაწარმოებების ავტორების ნაშრომები
დაიბეჭდება და გამოიცემა წიგნად პარტნიორი გამომცემლობის მიერ.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მარტი. გამარჯვებულების გამოვლენა და
დაჯილდოება გაიმართება 2015 წლის მაისში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნაშრომების მიღება წარმოებს ელექტრონულ
მისამართზე: amirani.premia@gmail.com ან ფოსტით: მეექვსე საავტორო სკოლა,
ლადო ასათიანის ქ. N28, თბილისი 0105.
შენიშვნა: აუცილებელია, კონკურსანტმა მიუთითოს საკუთარი სახელი, გვარი, ქალაქი
(რაიონი,) სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

Комментариев нет:

Отправить комментарий