11 ოქტომბერს „ტვინების ბრძოლის“ პირველი უფასო თამაში გაიმართება! ეს იქნება ერთგვარი ვარჯიში, ძალების მოსასინჯი თამაში შემოდგომის ლიგის დაწყებამდე. ლიგა კი სტარტს 18 ოქტომბერს აიღებს. შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეს მე-7დან მე-12 კლასის ჩათვლით. თამაშები საქართველოს 6 უდიდეს ქალაქში ჩატარდება: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა და გორში. ხუთი მოსწავლით დაკომპლექტებული გუნდები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდებიან.
თამაშის ერთ-ერთი საინტერესო მიგნება არის წინასწარ დაანონსებული წიგნი.გაზაფხულის სეზონზე ამ წესმა დიდი სტიმული მისცა მოსწავლეებს, წაეკითხათ საინტერესო წიგნები, რომელიც ყოველი თამაშის წინ 10 დღით ადრე ხდებოდა ცნობილი. 11 ოქტომბრის თამაშის დაანონსებული წიგნი არის ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა"! მოსწავლეები, რომლებიც თამაშამდე წაიკითხავენ ამ ნაწარმოებს, შესაბამის კითხვებზე სწორი პასუხის გაცემას უპრობლემოდ შეძლებენ.
რეგისტრაცია „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობისათვის უკვე დაწყებულია. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.brains.ge .
შეგახსენებთ, რომ „ტვინების ბრძოლა“ უკვე მეორედ ტარდება. პირველად ის 2014 წლის გაზაფხულის სეზონზე ჩატარდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий