მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი გამოუქვეყნებელი (ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში) ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).
პროზაული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს Sylfaen-ით აკრებილ Word-ის (A4 ფორმატის) 4 გვერდს, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
ფოტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:
1. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს 3 ჟანრული ფოტო;
2. ფოტო უნდა იყოს აუცილებლად თქვენი გადაღებული;
3. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო, გარდა მობილური ტელეფონისა;
4. ფოტო გამოგზავნეთ JPEG ფორმატში;
5. გამოსაგზავნი ფოტოს გრძელი მხარე არ უნდა აღემატებოდეს 1000 პიქსელს (ასევე იქონიეთ ამავე ფოტოს ორიგინალი ზომა მინ. 3200 პიქსელი);
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს.
·
ერთ კონკურსანტს შეუძლია სამივე ნომინაციაში (პროზა, პოეზია, ფოტოგრაფია)
მონაწილეობა.
·
ნაწარმოებები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: egoarti2014@yahoo.com
·
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოაგზავნოს: პირადობის ასლი დასკანერებული სახით, ან მოგვწეროს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.
ასევე უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი და რეგიონი (რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას კონკურსში).
·
კონკურსის მონაწილის ასაკობრივი ზღვარია 16-30 წელი.
·
პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეთა შემოქმედება დაიბეჭდება კრებულად.
·
მასალების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ოქტომბერი.
·
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია „ეგო-არტ ტურნე“ ერთ-ერთი გამარჯვებულის რეგიონში.
·
თემატიკა შეუზღუდავია სამივე ნომინაციაში!
·
კონკურსთან დაკავშირებით
სპეციალური
თემაა
გახსნილი
ურაკპარაკზე
www.urakparaki.ge (მიმართულებით:
ურაკპარაკი
- ფორუმი
- კონკურსები
- „ეგო-არტი“
2014); ასევე
შეგიძლიათ
დაგვიკავშირდეთ
ჩვენს
ფეისბუქ-გვერდზე:
https://www.facebook.com/SAXA2013
ორგანიზატორი: 593 40 83 46 თამთა
Комментариев нет:
Отправить комментарий